კარდენახის ღვინის ქარხანა, წარმოადგენს უნიკალურ მარანს, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს აშენდა. მისი უნიკალურობა მდგომარეობს ქვევრის უპრეცენდენტო რაოდენობაზე ( 700 ქვევრი იტევს 1000ტონა ყურძენს).
ქარხანა აშენდა XIX საუკუნეში ადგილობრივი ფეოდალის, კოტე აფხაზის მიერ. ქარხანა აწარმოებდა 50 ტონა ღვინოს, საფერავისა და ქრაწითელის ჯიშის ყურძნისგან. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ქარხანა გადავიდა ცნობილი წარმომავლობის, რუსი ფეოდალის, გრაფ შერემენტიევის მფლობელობაში, რომელმაც მმართველად დაიქირავა ვინმე ავერკინი. ქარხნის მასშტატებები გაიზარდა და გარდა საკუთარი ვენახისა, ავერკინი კონკრეტული მიკრო ზონებიდან, ქირაობდა ადგილობრივი გლეხების ვენახებსაც.
მრავალი საინტერესო ისტორიული ფაქტების გარდა, არსებობს ცნობილი ფრანგის, ბარონ დებაის წიგნი, სადაც აღწერილია მისი მოგზაურობა საქართველოში. იგი, გრაფ შერემენტიევის ახლო მეგობარი იყო და მას საქართველოში, კერძოდ კარდენახში სტუმრობდა. წიგნში მოცემულია ჩვენი მარნის ფოტოები, რომელიც ბარონ დებაის მიერ არის გადაღებული, იქვე აღწერილია კონკრეტული ფაქტები.
დებაი წერს : „ გრაფ შერემეტიევს ჰქონდა პატივი კარდენახში, თავისი ღვინის ქარხნის მარანში, იმპერატორ ალექსანდრე III, მისი მეუღლისთვის და პატარა მემკვიდრე ნიკოლოზისთვის ( იგულისხმება მომავალი იმპერატორი ნიკოლოზ II ), გაეწია მანსპინძლობა. ამ მოკლე ისტორიით ბევრია ნათქვამი ჩვენი მარნის შესახებ. სხვა ფაქტების გაცნობით თავს არ შეგაწყენთ.
მარნის და იქ არსებულ შენობა-ნაგებობების ტერიტორია 4 ჰექტარზეა გადაჭიმული, ტერიტორია შემოღობილი და დაცულია. იქ დგას ერთი შენობა, სადაც მდებარეობს „ საძველე“ - ეს არის ადგილი, სადაც ხდება ღვინის დაძველება სასურველ პერიოდამდე. ნაგებობა შედგება სამი ერთმანეთის გვერდით მდებარე სივრცისგან რომლის სიგრძე 31 მ, ხოლო საიგანე 5მ -ია. ქვევრისთვის განკუთვნილი პირველი ნაგებობა XIX ს, ხოლო ერთი დიდი ანალოგიური ტიპის ნაგებობა XXს. მიეკუთვნება. დანაჩენი ნაგებობებს სჭირდება რეაბილიტაცია, რათა დანიშნულებისამებრ იქნას გამოყენებული. მთელი ტერიტორია გამზადებულია იშვიათი ჯიშის ვაზის მოსავანად. აქვე არის ხილის ხეები, მათ შორის 20 საუკუნის ზეთისხილის ხეები.
კარდენახის ღვინის ქარხანა აღჭურვილია იტალიური წარმოების უახლესი მოწყობილობით და ატრიბუტებით, რომელიც სახის მარანისთვის არის საჭიროა. დიდი რაოდების ქვევრების გარდა, ქარხანაში არის 435 ტ. ტევადობის ცისტერნები.
+995 599511599 Vano Gagua
+995 599552929 Nikoloz Kizikurashvili